logo
ENG



უკრაინიდან პოლონეთში 80-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ჩავიდა

30 მარ 202215:07
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/30/o1m61dc8e1rdoh7.jpg

პოლონეთის სასაზღვრო ქალაქ პრჟემიშლში უკრაინიდან დაახლოებით 80 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ჩავიდა. 

უკრაინიდან, სამშაბათს საღამოს, მატარებლით სულ 100-ზე მეტი ადამიანი ქალაქ პრზემიშლში ჩავიდა. ამის შესახებ CNN-ს, ადგილობრივი პოდკარპაკის ვოევოდის რეგიონის სპიკერმა, მიხალ მიელნიჩუკმა განუცხადა.

მიელნიჩუკის თქმით, ისინი მიმღებ ცენტრში მიიყვანეს, ქალაქ სტალოვა ვოლაში, სადაც 26 ბავშვი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.

მიელნიჩუკის განცხადებით, ბავშვები სტალოვა ვოლაში დაახლოებით სამი დღის განმავლობაში დარჩებიან, სადაც ისინი მიიღებენ დახმარებას, სანამ მათ გერმანიაში გადაიყვანენ.

ევროპის ინვალიდთა ფორუმის და პან-ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით,  უკრაინაში 2,7 მილიონი ადამიანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა.

ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 10 პროცენტია. ამის შესახებ ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, ფილიპო გრანდიმ განაცხადა.

მათგან 2,3 მილიონი ადამიანი გადავიდა პოლონეთში, 608 ათასზე მეტი - რუმინეთში, 387 ათასი - მოლდოვაში, 365 ათასი - უნგრეთში.


close დახურვა